„ჩვენ რომ არ ვიყოთ ქვეყანა, სადაც ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება საკითხი მოგვარდებოდა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მწვანე ზონა“ აუცილებლად შეიქმნება ეს ვინმეს უნდა თუ არ უნდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ არჩევნებს შემდეგ „მწვანე ზონა” ამოქმედდება:

„ჩვენ რომ არ ვიყოთ ქვეყანა, სადაც ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება საკითხი მოგვარდებოდა, დღეს თუ საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია 100 ივენთის ჩატარების საშუალება და ვერ ატარებს ესაა ის, რომ ფული არ ბრუნავს ეკონომიკაში, ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის „მწვანე ზონა“.

ეს ნიშნავს მოქალაქისთვის უსაფრთხო ზონის შექმნას, რათა სადაც გადაადგილდებით ის ადგილი იყოს უსაფრთხო, ესაა უმნიშვნელოვანესი, რომ ეკონომიკა არ იყოს შეზღუდული, აქ შემოსავალი აკლდება ბიზნეს – ოპერატორსაც და ბიუჯეტსაც, სფეროს გარკვეული სეგმენტი ოპერირებს და არ აქვს პრობლემა, მაგრამ დიდი სეგმენტი საერთოდ ვერ ოპერირებს.

ეს ნაბიჯი დღემდე გადადგმული უნდა ყოფილიყო,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში,“ – მისივე პროგნოზით ზონა არჩევნებიდან დაახლოებით ერთ კვირაში შეიქმნება.

მსგავსი თემები