„თითოეულ ადამიანს პასუხისმგებლობა ეკისრება ვითარების გაუარესებასა და გაუმჯობესებაში“ – რას ნიშნავს „მწვანე ზონა“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„კოვიდ სიტუაციიდან დაწყებული დიდი პრობლემების ქვეშ ცხოვრობს საზოგადოება, გადარჩენის გზა არის იმუნიზაცია, მაგრამ ეს სამწუხაროდ საკმაოდ დაბალი ტემპით მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე იმ ინიციატივებზე საუბრობს, რაც გამოყენებული იქნება ვაქცინირებულ პირებთან მიმართებაში:

„საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია შეიქმნას ის პირობები ადამიანები, ვინც აცრილები არიან უსაფრთხო გარემოში მოხვდნენ.

მწვანე ზონის შექმნაში ჩვენც გადავდგით ნაბიჯი თანადგომის კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციით კი დგინდება პირი, რომელიც მწვანე ზონისთვის არის უსაფრთხოა, ის უნდა იყოს ორჯერ აცრილი, ასევე თუ გადატანილი აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი, ასევე ჩატარებული აქვს ტესტები, ეს ყველაფერი არის ბაზაში და ასეთ ადამიანს შეუძლია მიიღოს ყველანაირი მომსახურება, ეს აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში, ეს არის ზრუნვა საკუთარ თავზე და სხვებზე, ეს არაა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, თუ ეს ნაბიჯები სწრაფად არ გადაიდგა, ჩენ ყოველ ორ თვეში გვექნება საშიშროება დაკეტვის და იმ ცხოვრებას, რომელიც პანდემიამდე გვქონდა ვერასოდეს დავუბრნინდებით, ჩვენ ვართ დღეს ომში,“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები