„ნუ ექცევიან პატიმარ პრეზიდენტს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაკავებას მოჰყვა შეფასებები, ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თუ კარგად არ მოიქცეოდა სხვა ბრალებსაც წარუდგენდა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ , საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლბადამცველმა – ალესანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატი მოუწოდებს ხელისუფლებას იმოქმედოს კანონის ჩარჩოებში და პატიმარ პრეზიდენტს ნუ ექცევიან, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს:

„პრობლემა ისაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით დევნით. 500 – 600 პატიმარი მხოლოდ წინა წელს იქნა გადაყვანილი საავადმყოფოებში და აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. ამ დროს ხელისუფლება არ უნდა მოექცე პატიმარს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს. პატიმრობის კოდექსში წერია, რომ თუ ბრალდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს იმ ადგილას, სადაც საჯელს იხდის, იგი შესაძლოა გადავიყვანოთ სამოქალაქო საავადმყოფოში, ე. ი უფლება აქვს პატიმარმა ისარგებლოს ამ ნორმით, რაც დარვეულია და მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ საშუალებას ისარგებლოს ამ ნორმით,“ – განაცხადა კობაიძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მსგავსი თემები