ავარია თელავში მსხვერპლით დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ცნობით, სოფელ რუისპირში, სწრაფად მოძრაობის გამო, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა. 

შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე კაცი, ორი ადამიანი კი დაშავდა. ისინი თამარაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი საპატრულო პოლიციიის თანამშრომელია. 

მსგავსი თემები