აშშ-ს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრის რეკომენდაციას იძლევა

​კორონავირუსის ახალ-ახალი შტამების გამო მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფი 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა. საუბარია „ფაიზერ/ბიონტექის“ აცრაზე, რომელიც ამ ასაკის ბავშვებზე ვრცელდება.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შტატებში კორონავირუსის „დელტა“ შტამს დაახლოებით 500 ბავშვი ემსხვერპლა. კომპანია „ფაიზერსა“ და „ბიონტექსში“ კი განმარტავენ, რომ ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე ჩატარებულ კვლევებში 90.7%-იანი შედეგი აჩვენა.

მსგავსი თემები