„ცოტა „მსუქანი“ მიწისძვრა რომ მოხდეს, რას აპირებენ? – თეა გოდოლაძე ლისის ფერდის საშიშროებაზე

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის,  თეა გოდოლაძის განცხადებით, ლისის ფერდი მაგნიტუდა 5 სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს, არადა, ფერდს მაგნიტუდა 7-ის პოტენციალი აქვს.

აღნიშნულ თემაზე გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ  მშენებლობისთვის მეწყრული ზონებია გაყიდული.     

„კიდევ გააგრძელებთ ამ ფერდის ასე შეხებას, უარესს მიიღებთ. აუცილებელია, პროფესიონალები დასხდნენ და იმსჯელონ. ქალაქის განაშენიანება პოლიტიკოსების გადასაწყვეტი  არ არის.  საერთოდ არაფერი ესმით რას აკეთებენ, არც პოზიციას და არც ოპოზიციას. მძიმე დარგია და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამას პოლიტიკოსი არ წყვეტს, წყვეტენ ურბანისტები, გეოლოგები და ინჟინერები. არიან ვიღაც დიახ „ტიპები“, რომლებიც იმას აკეთებენ, რაც სურთ. სეისმურად ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ლისზე რომ ონდავ „მსუქანი“, მაგნიტუდა 5-იანი მიწისძვრა რომ მოხდეს, რას აპირებენ? არადა მაგნიტუდა 6-7-ის პოტენციალი აქვს ფერდს. რას აპირებენ?!“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ამ ფერდზე ხელის შეხება საერთოდ არ შეიძლებოდა, დღეს კი მშენებლობები ისე გაჩაღდა, თავისუფალი ადგილი არ არსებობს.    

მსგავსი თემები