ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის ქმარ-შვილს შეხვდა

ჰოლივუდის მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე, მის მიერ გასროლის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის მეუღლეს და 9 წლის შვილს შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, მსახიობისა და მამა-შვილის შეხვედრა სანტა ფეს სასტუმროში გაიმართა. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, ალეკ ბოლდუინისა და დაღუპული ოპერატორის ქმარ-შვილის ემოციური შეხვედრა.

ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

მსგავსი თემები