„რომელი ნესტან-დარეჯანია სააკაშვილი, ციხიდან რომ ვინმემ გამოიხსნას“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პატიმარი შიმშილობაზეა პასუხისმგებელი, გართულებებზე კი შესაბამისი რეაგირება იქნება.   

„რომელი ნესტან-დარეჯანია სააკაშვილი, ციხიდან რომ ვინმემ გამოიხსნას? პატიმარი შიმშილობაზეა პასუხისმგებელი, შემდგომ გართულებაზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო და შესაბამისი რეაგირება იქნება“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ისივე თქმით, 27 ოქტომბერს, მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილი აქცია კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს მას.  

„ეს არის შემაჯამებელი აქცია. რაც შეეხება ე.წ კონტრ-აქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ჩამოვიყვანოთ თბილისში. თქვენ შეგიძლიათ, განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია?“ – განმარტა ირაკლი კობახიძემ.  

მსგავსი თემები