მინისტრმა არ იცის, რატომ დატოვა კონსილიუმი კარდიოლოგმა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ დატოვა კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი. როგორც კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელმა მედიასთან განმარტა, ამ საკითხში გაერკვევა.

„რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. შევეცდები, გავარკვიო რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება“ – განმარტავს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ პროფილური ექიმებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შეიქმნა, ცნობილმა  კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ დატოვა.

მსგავსი თემები