ციხის საავადმყოფო მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან, პირველი განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. როგორც რატი ბრეგაძემ განმარტა, როგორც ციხის საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, დაწესებულება მზადაა პაციენტის მისაღებად.

„თუ გახდება საჭირო პაციენტ სააკაშვილის ჰოსტიპალიზაცია ის გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულების ჰოსპიტალში. რაც შეეხება კონსილიუმს, ისინი შეიკრიბნენ ორჯერ და არსებობს ორი დასკვნა.  ბოლი დასკვნა რომელიც კონსილიუმმა დადო, საუბარია, თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია,  უნდა განხოხციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში და ეს დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის.

თუ სად იქნება გადაყვანილი და შეესაბამება თუ არა განსაზღვრულ სტანდარტებს დაწესებულება, გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება მზადაა პაციენტის მისაღებად“ – განმარტა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.   

მსგავსი თემები