კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შეიქმნა, კარდიოლოგმა დატოვა

პროფილური ექიმებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შეიქმნა, ცნობილმა  კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ დატოვა.

ექიმი განმარტავს, რომ აღნიშნულის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა, პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიზეზი პოლიტიკურია.

„გიდასტურებთ, რომ  კონსილიუმში ჩემი აქტივობა შევაჩერე. შესაბამისი წერილიც უკვე გავგზავნე. ოქტომბერში გადავიტანე კორონავირუსი და თავს სუსტად ვგრძნობდი. თუ ჩამანაცვლებენ, ჩამანაცვლონ, თუ არა, როცა უკეთ ვიქნები, შეიძლება დავბრუნდე“ – განმარტავს კარდიოლოგი.

რაც შეეხება პოლიტიკურ მიზეზებს, რომელზეც ექიმი არ საუბრობს, შემდეგია: ექიმმა  ფაღავამ, ერთ-ერთი კონსილიუმის შემდეგ, მედიას დაუდასტურა, რომ განიხილეს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხიც. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს ტყუილია და კონსილიუმზე სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე სიტყვაც კი არ თქმულა.

მსგავსი თემები