ბათუმში, არასრულწლოვან გოგონას სკოლელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბათუმის ერთ-ერთ სკოლის მოსწავლეებთან  ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. საუბარია არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაზე.

მერვე კლასელი გოგონა სკოლელებმა ერთ-ერთ ძველ, მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს და სცემეს. შემდეგ ვიდეო გადაუღეს და კადრები სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მოსწავლეები და მათი მშობლები დღეს სკოლაში დაიბარეს, სადაც შესაბამისი პროცედურები მომდინარეობს. პარალელურად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ნაცემი და დაზარალებული ბავშვის მშობლებმა მიმართეს.

მსგავსი თემები