კორონავირუსით 3 436 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 011  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა  4 483  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.73%.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  692 240-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

მსგავსი თემები