„საჭიროების შემთხვევაში, ის გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში“ – სააკაშვილის პირადი ექიმი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას ხედავს.

„გადასხმამ კარგად ჩაიარა. ჯერ პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთში დამძიმდეს. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში… კონსილიუმი იყო, ვისაუბრეთ დაახლოებით ორი საათი. სააკაშვილს და მე პირადად მაქვს პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში, ეს არის მკვლელობის ტოლფასი. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ სააკაშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანილი იქნას მაღალი კლასის საავადმყოფოში”,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი აცხადებს, რომ კონსილიუმზე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე საუბარი არც ყოფილა.

მსგავსი თემები