მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა სიცრუეა – აცხადებს მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით,  პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება და სიცრუეა. მინისტრის განმარტებით, კონსილიუმზე ამ საკითხზე მსჯელობა საერთოდ არც ყოფილა.

„მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ”, – განმარტავს რატი ბრეგაძე.

მსგავსი თემები