ლისის ფერდზე ნაპრალები ისევ გაჩნდა

ნუცუბიძეზე, კერძოდ კი ლისის ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე ავრცელებს.

როგორც გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ტერიტორიაზე სახლი არავინ უნდა იყიდოს, რადგან, იქ ცხოვრება საშიშია.

„არასწორმა ჩარევამ, ისევ დანაპრალება გამოიწვია, მიწა დაიძრა მშენებლობის გამო. ისევ ლისის ფერდი. მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო, რას ერჩით ამ ქვეყანას? ტოგო ვუდავას ქუჩა 15. სად არიან მერობის კანდიდატები, გასცენ ამ ხალხს პასუხი? 112-თან არის! არ იყიდოთ აქ სახლი, საშიშია!“ – აცხადებს გოდოლაძე.

მსგავსი თემები