„თითქოს, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში“ – ირაკლუ ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრი სამეგრელოში სპეცრაზნის გაგზავნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი სახელის გამოყენება ტყუილებში სცადეს.

„არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას“ – აცხადებს პრემიერი.

მისივე შეფასებით, ძალადობის დრო ქვეყანაში  დამთავრებულია და რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს.

„მოსახლეობას მინდა ავუხსნა სრული პასუხისმგებლობით და ამასთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარი, გაავრცელეს განცხადებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გუშინ ღამე, თუ მიაქციეთ ყურადღება, მოსახლეობას მივმართავ, ჩვენს საზოგადოებას, სრული ისტერია, პანიკა დათესეს… ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული. რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. ეს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა… ადამიანი როგორი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს, ალბათ თვითონ როგორ იმოქმედებდნენ და რას დაგეგმავდნენ, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული რაღაც პანიკა“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები