„სიბინძურეს ვპასუხობთ ორგანიზებით“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი. საპატიმრო დაწესებულებიდან მორიგ გზავნილს ავრცელებს. გზავნილი ხელისუფლებას ეხება.

„ჩვენ სიბინძურეს ვუპასუხებთ ორგანიზებით, არშეშინებით (მათ ჩვენი შეშინება სურთ) და არჩევნებში მასიური მონაწილეობით. ხოლო არჩევნების მოპარვის მცდელობას საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტით. ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ! რაც ავაშენე, უნდა დავამშვენოთ და გავაუმჯობესოთ. სიღარიბე, დამცირება და ეს ჭაობი უნდა დასრულდეს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები