“საჭიროა, რომ მისი მკურნალობა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში, არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში” – ექიმი სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა და მკურნალობა სჭირდება. აღნიშნული განცხადება მა მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსთავის ციხე დატოვა.

„ვიცოდი, რომ ერთ-ერთი პარამეტრი საკმაოდ ცუდი იყო. ამიტომ, გავუკეთეთ გადასხმა. გადასხმა საკმაოდ კარგად ჩატარდა. ციხის ექიმები და რეანიმობილის ბრიგადა დამეხმარა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ეს პროცედურა საველე პირობებში ჩატარდა. საჭიროა, რომ მისი მკურნალობა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში, არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში. აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება ბევრი რამე დაცული?“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები