ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის სანახავად შევიდა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სანახავად ციხეში მისი პირადი ექიმი მივიდა.  როგორც ექიმმა საპატიმროში შესვლამდე მედიას განუცხადა, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის მდგომარეობაზე კონსილიუმი ხვალ იმსჯელებს.

„აქ რეანომობილი რომ დგას ძალიან კარგია. დაგვეხმარება თუ რამე საჭირო იქნა. კონსილიუმი მუშაობს. მუშაობენ გეგმაზე, რა უნდა მოხდეს შემდეგ, რა უნდა მიეცეს ავადმყოფს. რამდენადაც ვიცი, კონსილიუმი ხვალ იკრიბება”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები