„ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ  მინისტრი არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს და ითხოვს, რომ აჩვენონ ადამიან, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას. მისი შეფასებით, სადმე, ოპოზიციის კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს, ვერაფერს გააკეთებს, რადგან, ხელისუფლება მათია.    

„რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას? რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ? მით უმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვიძახი“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა სენაკის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გააკეთა.  

მისი შეფასებით, პერსპექტივა არავის აქვს.  

„კობა ნაყოფია არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ, არავითარი შემხებლობა, კონტაქტი არ ქონია სენაკთან. რა უნდა მინდა სენაკელებს მივმართო, რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას, მით უმეტეს, ხელისუფლება ჩვენია,  ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი, რომ გავიდეს ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ, ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის, ძვირფასო სენაკელებო ხმა უნდა მივცეთ “ქართული ოცნების” კანდიდატს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი თემები