„რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

„კაცმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა ორი დღე. კატასტროფაში ვართ პირდაპირ, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე, მაგრამ მე მჯერა ჩვენი მოსახლეობის სიბრძნის“ – ასე აფასებს პრემიერ მინისტრი მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს.

„როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს. კაცმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად იმოგზაურა ორი დღე. წარმოიდგინეთ, კატასტროფაში ვართ პირდაპირ, როცა ეს ადამიანი ჯერ კიდევ აცხადებს პრეტენზიას, ახლა უკვე ციხიდან, პოლიტიკაში დარჩენაზე, მაგრამ მე მჯერა ჩვენი მოსახლეობის სიბრძნის. ამ არჩევნებს მშვიდად ჩავატარებთ. რაიმე სპეკულირების და პროვოკაციის მოწყობის საშუალება არ უნდა მიეცეთ. მშვიდად ჩავატარებთ, მოვიგებთ არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში, ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას და ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება საქმე, საქმე და საქმე, მხოლოდ განვითარება და კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები