„აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ბოდავს“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

„ბოდავს, სპეცსამსახურების მიერ მოტაცებაზე. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, ტრაგედიაა და სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა.რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრაგედიაა და სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა.

„ტრაგედიაა და ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ოკუპანტებს და ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა. თქვენ ახსენეთ სხვადასხვა პროდუქტი, არაჟანი და ა.შ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსახლეობამ. ამას გარდა, აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.  

მსგავსი თემები