ვირუსით 4 155 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 960  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 155  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 507   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.32%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  684 337-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.89%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 624 688.

მსგავსი თემები