მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად ციხესთან რეანომობილი მიიყვანეს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენენ. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე განმარტავს, ამ ეტაპისთვის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისევეა, როგორც წინა დღეს. რაღაც-რაღაცები ცოტა უკეთესი იყო, რაღაც-რაღაცები უარესი. ჰოსპიტალიზაციაზე თანახმაა, მაგრამ პრობლემაა, სად, როგორ და როდის. ალბათ. უკვე ხვალ შეიძლება ვიფიქროთ მის ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ სად, ეს ისევ კითხვაა. აქ არის მთელი რიგი პრობლემები, გადაყვანაზე, პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ უსაფრთხო გარემო არ იქნება. ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა რეანომობილი, რომელიც ქვემოთ დგას. თუ რაღაც მოხდა, მზად არიან პირველადი დახმარება გაუწიონ ადგილზევე“ – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები