„ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება“ – ირაკლი კობახიძე

„ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება. დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის „კასრების საქმით“.

„ზუგდიდში შევხვდით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, საუბარი გვქონდა   არჩევნების მეორე ტურზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის „კასრების საქმით“. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას. ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, მას საზოგადოებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან. 

მსგავსი თემები