არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოში ევროპარლამენტის კიდევ ერთი მისია ჩამოდის

  •  

მსურს სიხარულით განვაცხადო, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოში ევროპარლამენტის კიდევ ერთი მისია ჩამოდის. ჩემი ინფორმაციით, მეორე ტურისთვის ევროპარლამენტის ოთხი წევრი ჩამოვა იმისთვის, რომ ოდირთან ერთად მონაწილეობა მიიღოს არჩევნებზე დაკვირვებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ოდირის დამკვირვებლები საქართველოში რჩებიან და დააკვირდებიან როგორც არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდს, ასევე არჩევნების მეორე ტურს.

„ჩვენ დავაფიქსირეთ გარკვეული დადებითი მოვლენები, რაც წინა არჩევნების შემდეგ მოხდა. ვფიქრობთ, გაძლიერდა სამართლებრივი ჩარჩო, მათ შორის საარჩევნო რეფორმით, რაც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ ასევე ვნახეთ კარგი და მშვიდი გარემო არჩევნების დღეს. იმედი გვაქვს, რომ მეორე ტური ამაზე იქნება დაფუძნებული. ამასთან, ჩვენ დავინახეთ ხარვეზები არჩევნების პირველი ტურის დროს, საუბარია დაშინებაზე, ამომრჩევლების მოსყიდვაზე და პოლიტიკოსებზე ზეწოლის განხორციელებაზე, ასევე არათანაბარი პირობები და არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩვენი მტკიცე გზავნილია, რომ იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემებისგან ბევრი გამოსწორდება მეორე ტურამდე და იმედი გვაქს, რომ ისინი არ იქცევიან ნორმად საქართველოში არჩევნებისთვის,“- აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები