„ტარიფის რაიმე სახის მატებას არ ველოდები“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

„ბუნებრივი აირის ტარიფები და წყალმომარაგების ტარიფები დადგენილია, ასევე ელექტროენერგიის ამ წლის ბოლომდე დადგენილია, ტარიფების რაიმე ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, – სემეკ – ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანია ასევე განმარტავს, რომ საჭიროა ჰესების აშენება, მისივე ინფორმაციით ქვეყანას ენერგო რესურსის საფრთხე არ ემუქრება, არაა დაგეგმილი არც ტარიფის ზრდა:

„ტარიფის რაიმე სახით მატებას არ ველოდებით, რუსეთი არ არის ერთადერთი მომწოდებელი ელექტრო ენერგიის, ტარდება აუქციონები და აუქციონების შედეგად ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იქნება იაფი იამზე შევჯერდები, ესაა ცვალებადი.

რაიმე სახის საფრთხე ელექტროენერგიის და გაზმომარაგების მოწოდების ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება.

თუ ჩვენ ჰესებს არ ავაშენებთ და არ შევქმნით, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე, არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ თურქეთზე და აზერბაიჯანზე, ამიტომ საჭიროა მეტი გენერაციის წყარო შევქმნათ,“ – განაცხადა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები