მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბრალი წარუდგინეს

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის  ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნება გმირობაა საკითხის ამგვარად დასმა – მესაზღვრემ მას პასპორტი შეუმოწმა თუ არა.

„ეს არის  „ქართული ოცნების” მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ “ოცნების” ხელისუფლებას არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. არ შეიძლება იდგეს საკითხი, მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა. როდესაც ოლიგარქიული რეჟიმის მიერ დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება საქართველოში ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება“ – აცხადებს ბექა ბასილაია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა კიდევ ერთ დაკავებულს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოიყვანა.

მსგავსი თემები