„ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გუშინ ვთქვი, არც ფოტიგა, არც კუბილიუსი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, მე ერთი მინდა ვუთხრა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ამ ქვეყანაში კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ გაითვალისწინოს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შეიქმნას განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან.

„მინდა ასევე შევახსენო მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობადა მეგობრობა აქვთ სააკაშვილთან. აღარ მინდა გავაგრძელო, ერთ-ერთი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუკსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე, ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართლი იყო მთელი ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს ეს ადამიანი, რომელიც აქ იყო მთელი ის პერიოდი, როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა და უბედურება, წამება ციხეებში, ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის და რა კომენტარს მთხოვთ, ვერ გავიგე. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს?“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები