გრიპის ვაქცინები მხოლოდ 8 ჯგუფისთვის იქნება უფასო

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო.  თუმცა, კორონავირუსის აცრისგან განსხვავებით, ის მოსახლეობის ყველა ფენისთვის უფასო არ იქნება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, განსაზღვრულია კატეგოროები, რომლებიც გრიპის ვაქცინას უფასოდ, სახელმწიფოს ხარჯზე გაიკეთებენ.

„სახელმწიფომ გრიპის 4-ვალენტიანი 200 000 დოზა ვაქცინა შეისყიდა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მათ ეს ვაქცინა წელს, ტრადიციულად, უფასოდ მიეწოდებათ. ეს ჯგუფებია: ორსულები, დიალეზზე მყოფი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, ასევე ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზევით ასაკის ნებისმიერი ადამიანი“ – აცხადებს ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი

რაც შეეხება მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, სურვილის შემთხვევაში, მათ კომერციული ვაქცინაცია მოუწევთ. აცრის ფასი კი დაახლოებით 75 ლარია.

მსგავსი თემები