პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ბრალს დღეს წარუდგენს  

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს ბრალს დღეს წარუდგენს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის ბრალის წარდგენის პროცედურები მიმდინარეობს. 

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 344 მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ე.ც.-ს მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცავებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მსგავსი თემები