მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის დახმარებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმეს

საქართველოს პროკურატურამ ელგუჯა ცომაიას, რომელიც  საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოყვანაში დახმარების გაწევისთვის დააკავეს,  ბრალი დაუმძიმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საუბარი მისაბმელიან ავტომობილზე, რომელსაც ელგუჯა ცომაია მართავდა და რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი უკონონოდ გადმოკვეთა. პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ელგუჯა ცომაია ქვეყანაში შემოსვლაში დაეხმარა. მან იცოდა, რომ სააკაშვილი ძებნილი ყო, თუმცა, არ შეატყობინა სამართალდამცველებს.

დაკავებულ ცომაიას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა.

მსგავსი თემები