“მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 4%-ით, სიკვდილიანობა კი 2%-ით შემცირდა, გამონაკლისია ევროპა, სადაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდსიტუაციაზე ყოველკვირეულ ბიულეტენს აქვეყნებს. 11-17 ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 2.7 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 000-ზე მეტი ადამიანი. ამასთან ახალი შემთხვევები 4%-ით შემცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2%-ით დაიკლო.

გამონაკლისია ევროპის რეგიონი, სადაც უკვე მესამე კვირაა, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში შემცირდა, დაახლოებით 18%-ით , მას მოჰყვება დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი 17%-იანი კლების მაჩვენებლით, 24%-ით შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი აფრიკაში.

ევროპაში კოვიდ-19-ით სიკვდილიანობა 4%-ით გაიზარდა.

მსოფლიოში 240 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა და 4.9 მილიონზე მეტი გარდაცვალების მაჩვენებელი ფიქსირდება.

მსგავსი თემები