“ვფიქრობ, ეს დასაწყისია მეხუთე ტალღის, ჯერ პიკისთვის არ მიგვიღწევია – მარინა ენდელაძე” – მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება არაპროგნოზირებადია. 

“ვფიქრობ, რომ ეს დასაწყისია ჯერ მეხუთე ტალღის და ჯერ პიკისთვის არ მიგვიღწევია. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ვაქცინაცია არის ძალიან შემცირებული, არ არის საკმარისი რაოდენობა მოსახლეობის ვაქცინირებული და გარდა ამისა, ისევ არ ვიცავთ რეგულაციებს.

ვერ გამოვრიცხავ, რომ მეტი იყოს პიკი, ვიდრე იყო აგვისტოში.

მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ძალიან გავრცელებული აზრი, რომ ემართებათ აცრილებსაც, დიახ ემართებათ, მაგრამ არა ყველას, რა თქმა უნდა, მაგრამ ემართებათ ისე, რომ ან არ არიან ჰოსპიტალში მოსათავსებელი, ან თუ მოთავსდნენ, ისინი არ მძიმდებიან.

ჩვენი მაინც ყველაზე მეტი მიზანი ხომ ის არის, რომ სიკვდილობა არ გვქონდეს და ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს?! თუ ეს გვინდა, უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი თემები