„ვერც ერთ ექიმს ექნება პრეტენზია, რომ კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის გარჩევა შეუძლია“ – ინფექციონისტი

„კორონავირუსისა“ და სხვა, გრიპისმაგვარი ვირუსის სიპტომები იდენტურია. როგორც პროფესორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტავს, შეუძლებელია, ვინმემ გაარჩიოს ვირუსი „კორონაა“ თუ გრიპის რომელიმე სახეობა.

„კოვიდ 19 ძალიან დაემსგავსა სხვა ვირუსულ ინფექციებს.  ვერც ერთ ექიმს ექნება პრეტენზია, რომ შეუძლია სიმპტომებით გამოარჩიოს სურდოა თუ კორონავირუსი. გამოსავალი მარტივია – მხოლოდ ტესტირება. რეალურად, სხვანაირად ვერც  გავიგებთ, ეს არის გაციებით მიმდინარე ვირუსული ინფექცია, გრიპი თუ კორონავირუსი.  თუმცა, ტესტირებაც არ ნიშნავს 100 პროცენტიან პასუხს. შესაძლოა, ტესტმა უარყოფითი აჩვენოს, თუმცა, მაინც გვქონდეს კორონავირუსი. არ არსებობს გაციება, ეს არის ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციები, რომელიც გადამდებია და სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ ამიტომ, უნდა მოვერიდოთ კონტაქტს“ – განმარტავს ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, „თვინდემია“ ეს არის „კოვიდისა“ და გრიპის თანხვედრა, თუმცა, საპანიკო არ არის, მთავარია სიფრთხილე.  

მსგავსი თემები