ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ ახალ პაკეტს წარუდგენენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, სხვა წამახალისებელი ღონისძიების შესახებ მომავალ სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს გეგმას წარუდგენენ.

მისივე თქმით, საჭიროა გაიზარდოს ვაქცინაციის ტემპი, რათა მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდეს.

„არსებობს გეგმა, თუ რას ვაპირებთ, იგივე მომავალი სამშაბათისთვის დავალებები არის, რომ გარდა მარათონისა, რაც დავიწყეთ, ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან დაკავშირებით წამახალისებელი ღინისძიებების სხვა პაკეტი იქნას წარდგენილი, რათა საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები