კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიზაციაზე იმსჯელა, თუმცა, ეს დღეს არ მოხდება

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონსოლიუმმა შეაფასა. როგორც მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დღეს არ არსებობს.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა,  პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა „განსაკუთრებით ცუდისკენ არ შეცვლილა“.

„გადაყვანის შესაძლებლობის თაობაზე საუბარი იყო, მაგრამ არა დღეს.  3-4 საათის განმავლობაში გავეცანით ანალიზების პასუხებს. ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაზეც ვსაუბრობდი, არაფერი განსაკუთრებით უარესობისკენ არ შეცვლილა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან.

დღეს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მე-19 დღეა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მოათავსონ.

მსგავსი თემები