„უნდა მოვიგოთ მეორე ტური, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება. როგორც კობახიძემ მედიასთან განაცხადა, დამაჯერებელი გამარჯვება უნდა აღნიშნონ.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოცივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ოზურგეთში არჩევნების მოგება. ეს არჩევნები სუფთად, სამართლიანად უნდა ჩატარდეს. ასეთ არჩევნებში უნდა მოვიგოთ მეორე ტური. თუ რაიმე აქცია დაიგეგმება, ამაზეც გვქონდა მსჯელობა და სრული მობილიზაცია გვექნება. თუ ასეთი დაიგეგმება, ეს იქნება პირველ რიგში გამარჯვების აქცია“ – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები