პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში – პოლიტიკურ განცხადებებს დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა. ერთმანეთს ალუდა ღუდუშაური და მამუკა ხაზარაძე დაუპირისპირდნენ.

პარტია “ლელოს” ლიდერის გაღიზიანება, ალუდა ღუდუშაურის განცხადებებმა გამოიწვია. ვითარება მანდატურემა განმუხტეს.

ალუდა ღუდუშაური “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე საუბრობდა, რამაც მამუკა ხაზარაძის გაღიზიანება გამოიწვია. როგორც ხაზარაძემ თქვა, ღუდუშაურის განცხადებები შეურაცხმყოფელი იყო. 

“იოტისოდენა გამბედაობა და საკუთარ თავში ძალა იპოვეთ, ნახევარი საქართველო რომ ჰყავდათ დაჭერილი, ახლა უტიფრობას თავი დაანებეთ. ხალხს ყველაფერი ახსოვს კარგად. უტიფრები ხართ ყველანი,”- მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა მამუკა ხაზარაძეს. 

მსგავსი თემები