“ახლა მათი ბელადი არის ციხეში, 3 წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაცმოძრაობა“ – ირაკლი კობახიძე

ახლა მათი ბელადი არის ციხეში, 3 წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაცმოძრაობა“, – ამის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს.

“ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრებას რაც შეეხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ქართული დემოკრატიისთვის. გეთანხმებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე საკუთარ თავს ინარჩუნებდა, ამის საშუალებას მათ აძლევდა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი წარმართავდა პროცესებს კიევიდან თავისი მოპარული ფულით. დღეს ის არის ციხეში, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეორე, ყოველ წელს პოლარიზებული იყო არჩევნები, როგორც კი რაღაც პროცესები სწორი მიმართულებით მიდიოდა, „ნაცმოძრაობა“ არჩევნების წყალობით თავს წამოყოფდა ხოლმე. ახლა მათ ბელადი არის ციხეში, 3 წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, საბოლოოდ დავამთავროთ „ნაცმოძრაობა“, ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს სრული მობილიზაცია, ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ სრულიად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს“,-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები