“ყველა საკრებულოში ჩვენ მოვახერხებთ სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“ნაცმოძრაობას” არსად არ აქვს უმრავლესობა, არცერთ საკრებულოში. რაც შეეხება საკრებულოებს, ყველაში საბოლოო ჯამში, ჩვენ მოვახერხებთ სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას. ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს ამომრჩევლების სრული მობილიზაცია.

ჩვენ უკვე მოვიგეთ 64-დან 44 მუნიციპალიტეტში არჩევნები, 20-ში დაგვრჩა მოსაგები, როგორც კი მოვიგებთ და დასრულდება არჩევნების მეორე ტური, მივიღებთ რა მოცემულობას – მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად, ასევე, მოგებული გვექნება მათ მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი, მათი ბელადი არის ციხეში. შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა იქმნება იმისათვის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები