“წარმოიდგინეთ, როგორ აღარ მინდა შევამკო ეპითეტებით” – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, რომ არჩევნების შემდეგ აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს სულ მცირე ექვსი წელი.

„მე ერთი რამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას და აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო, რომ გარდა იმ აქტუალური საკითხებისა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ყოველდღე გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი. წარმოიდგინეთ, როგორ აღარ მინდა შევამკო ეპითეტებით, არჩევნების შემდეგ, მე და ყველას მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, რომ აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს. არჩევნებია და მოსახლოებას უნდა ავუხსნათ რეალობა, შევახსენოთ რეალობა მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. იგი არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს სულ მცირე ექვსი წელი. ახლა რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, ის მასკარადი, ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება მისი მხრიდან, რომ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, ჯერ გამოდის, ვითომ შიმშილობს და მეორე მხრივ, უნდა რომ ყველამ ჩვენ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ერთ რამეს ვიტყვი, ყველას ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, რომ არავის ამ ქვეყანაში არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. მან ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ, დაჩაგრეს, აწამეს და გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. მეორედ ამის უფლებას არავის არ მივცემთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები