„კლიპი სავსეა ზიზღისა და სიძულვილის ენით“ – კახა ოქრიაშვილი

კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს და აცხადებს რომ კლიპი ზიზღსა და სიძულვილის ენაშ შეიცავს.

„ვნახე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი, „დავასრულოთ ნაცები“.

რა შემიძლია ვთქვა:

1.       კლიპი აღსავსეა ზიზღისა და სიძულვილის ენით.

2.       ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, „ქოცებს“ სათქმელი არაფერი აქვთ: ვერ დაიკვეხნიან, რომ რამე გააკეთეს. პირიქით, ქვეყანა რეგრესშია ყველა მიმართულებით. ვერც სამომავლო დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას, რადგან გასული ცხრა წლის მანძილზე ყველამ დაინახა, რომ არაფერი შეუძლიათ.

3.       რეალურად, „გაცრუებული ოცნება“ მთავრდება და ჩემდა სამწუხაროდ, ამთავრებს ჩვენს ქვეყანასაც. 

ამიტომ, აუცილებლად მოდით გადამწყვეტ რეფერენდუმზე და შემოხაზეთ ოპოზიცია!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები