“ძალიან საგანგაშო მაჩვენებლებია და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება კრიტიკული პერიოდი” – ბიძინა კულუმბეგოვი

ორონავირუსის მე-5 ტალღის მაღალ ნიშნულზე დაწყება ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლებიც გაცილებით მაღალი იქნება წინა ტალღასთან შედარებით – ამასთან დაკავშირებით  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

კულუმბეგოვის თქმით, არსებული მონაცემების გათვალისწინებით მსგავსი მოლოდინი ნამდვილად არსებობს:

“სამწუხაროდ ამის მოლოდინი არსებობს, ვისურვებდით რომ ეს არ გამართლდეს, მაგრამ ეს ვირუსი ასეთი ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რომ აქ არაფერი გამორიცხული არაა, ჩვენ საკმაოდ მაღალი ნიშნული გვაქვს ახლა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასზე მეტია. ეს არის ძალიან საგანგაშო მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც გართულდება პაციენტების მოთავსება კლინიკებში და საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი ვიცით, რომ ლიმიტირებულია და ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ მიიღოს პაციენტები, არის საველე ჰოსპიტალი, რომელშიც თქვენ იცით, როგორი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის სირთულეს,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები