“საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში” – ლოიდ ოსტინი

საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმების სფეროში – ამის შესახებ განცხადება ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეირაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობებს შეიტანს. 

“როგორც ყველამ ვნახეთ, საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში. შესანიშნავ ლიდერებთან გვქონდა შეხვედრა დღეს, გვქონდა შესაძლებლობა უშუალოდ გვესაუბრა მათთან, განგვეხილა მთელი ის სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერთ ახლა, დაგვეხმარება, წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეირაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში. აგრეთვე, უკეთ შეძლოს საქართველომ თავის დაცვა და შეკავება აგრესიისა.

რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, აშშ მუდმივად მხარს უჭერდა დამოუკიდებლობის დღიდან დემოკრატიის გზაზე მის ძალისხმევას. მუდამ ვხედავთ და ველით, რომ იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. საელჩომ აღნიშნა გარკვეული პროგრამები უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატეთ ასევე რწმენა საქართველოს უნარში, რომ გააუმჯობესოს ეს მიმართულება,” – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მსგავსი თემები