„გვაქვს ჩვენ ისეთი უბნები, სადაც საფრთხე ჯერ კიდევ დიდი“ – ენერგოომბუდსმენი  „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენ უკვე გადავდივართ ცივ სეზონზე, რომელიც ნოემბრიდან პიკში შევა, ამიტომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევახსენოთ რეკომენდაციები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა.

ვარდიაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო მომზადებული ხვდება უსაფრთხოების თვალსაზრისით ზამთრის სეზონს, მისივე განმარტებით დედაქალაქის მასშტაბით ნებისმიერ სატელეფონო და საკომუნიკაციო ზარს ყურადღება ექცევა:

„ოდნავი სუნის შემთხვევა და ოდნავი ეჭვი, უკვე გამოძახებულია შესაბამისი სამსახური, აქედან გამომდინარე გაზრდილია მომხმარებლის თვითშეგნებაც, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ყველაფერი აღმოიფხვრა, ძველი ქსელები ისევ რჩება პრობლემად, რადგან შიდა ქსელები არავინ იცის, როგორაა მოწყობილი, ამ მხრივ შემიძლია პირველ რიგში „ნაძალადევი“ ვახსენო,  აქ კუსტარულად დანაწევრებულია თითქმის ყველა ოთახში სველი წერტილები, გვაქვს ჩვენ ისეთი უბნები, სადაც საფრთხე ჯერ კიდევ დიდია,“ – განაცხადა ავრდიაშვილმა „მედიცანტრ მთავარში.“

მსგავსი თემები