“ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები გრძელდება” – კელი დეგნანი

ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

„ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები