„ცოცხალი ადამიანი მორგში გადაიყვანეს და ხუთი საათი მიცვალებულებთან ერთად იყინებოდა“ – რა მოხდა რუსთავში?

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც რუსთავის პროზექტურაში მომხდარი ინციდენტია ასახული.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მეგობარს გარდაეცვალა ნათესავი და პროზექტურაში შეყოლა სთხოვა, ადამიანი კი, რომელიც ექიმებმა გარდაცვლიდად გამოუცხადეს ოჯახს, ცოცხალი აღმოჩნდა:

„სრული შოკის მომსწრე გავხდი, რუსთავში „მარდალეიშვილის” კლინიკაში, გამოვიძახე პოლიცია, ერთ – ერთი პაციენტის ახლობლებს, რომელიც უკვე მე- 5 დღეა იმყოფება კლინიკაში დაურეკეს, რომ გარდაიცვალა მისი ოჯახის წევრი. შევყევი მორგში და დავინახე, დილის 11 საათზე გარდაცვლილი ადამიანი არის თბილი და პულსის ცემაც ისმის, ადამიანს სდის სისხლი თავიდან, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, ახლა აქ არაინ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც, ეს რა ხდება, სად ვცხოვრობთ? იმედია, გადარჩება ეს ადამიანი“ – ამბობს ერთ – ერთი თვითმხილველი, მისივე ინფორმაციით ცოცხალ ადამიანს გვამად ატანდნენ ოჯახს.

მსგავსი თემები