იანვრიდან, ვეტერანების 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება

2022 წლის იანვრიდან, ვეტერანები 22 ლარიანი ყოველთვიური დანამატის ნაცვლად 110 ლარს მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა,

„ჩვენი მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბატონმა კობა კობალაძემ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ნაბიჯი ჩამოთვალა, ყველა ის პროგრამა რომელიც განხორციელდა და რომელიც განხორციელდება, იქნება ეს 1000 ლარიანი დანამატები თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი რაც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები